მაკრონის ხედვა

ევროკავშირის რეფორმირების ხედვა წარადგინა სტრასბურგში ემანუელ მაკრონმა.

დემოკრატიის მიმართულებით ევროკავშირი „სამოქალაქო ომშია“, დაპირისპირება კი ლიბერალურ დემოკრატიას და ავტორიტარიზმს შორისაა – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას  მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა საერთო თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის გაძლიერების აუცილებლობაზეც ისაუბრა და ყურადღება რუსეთის ფაქტორზე გაამახვილა. დებატებზე საუბარი შეეხო გაფართოების პოლიტიკის მნიშვნელობასაც.