მაკრონი-რუტეს გზავნილები

უკრაინის შესახებ გადაწყვეტილებები უკრაინის გარეშე არ უნდა მიიღებოდეს, ისევე, როგორც ევროპაზე ევროპის გარეშე, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზში, ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მაკრონმა აღნიშნა, უკრაინისთვის შემდგომი მხარდაჭერა უპირობო პრიორიტეტად უნდა დარჩეს. მისივე თქმით, რუსეთში ჩრდილო კორეელი ჯარისკაცების გაგზავნა სერიოზული ესკალაციაა.