ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ევროკავშირისგან უვიზო რეჟიმის შეჩერებას ითხოვს. ამის შესახებ „მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორისა და საქართველოში NDI-ის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის მიერ არის მომზადებული. დოკუმენტში ჩამოთვლილია შვიდი ქმედება, რომელიც არჩევნების წინ ამერიკისა და ევროკავშირის პოლიტიკის შემქმნელებმა უნდა განახორციელონ. მათ შორის არის ევროკავშირის მიერ „ქართული ოცნების“ ლიდერებისთვის სამოგზაურო სანქციების შემოღება, ასევე პირადი და ფინანსური სანქციები. დოკუმენტში თავმოყრილია რეკომენდაციებიც.
ანგარიში, რა თქმა უნდა, პოლიტიკური შეფასებების თემა გახდა. ოპოზიცია ქვეყნის პროდასავლური კურსის ცვლილებაზე საუბრობს და მმართველ პარტიას ადანაშაულებს. „ქართული ოცნებისთვის“ კი გავრცელებული დოკუმენტი არასამთავრობო სექტორის მხრიდან ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების კიდევ ერთი დადასტურებაა.
თამარ წიკლაურის რეპორტაჟი.