მაიკ პენსი: ტრამპი მზადაა, სირიაში სამხედრო ოპერაცია კიდევ ჩაატაროს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, სირიაში სამხედრო ოპერაცია კიდევ ჩაატაროს. ამის შესახებ მაიკ პენსმა პერუში მიმდინარე სამიტზე გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, აშშ-ის მიერ საფრანგეთთან და დიდ ბრიტანეთთან ერთად ჩატარებული ოპერაცია საგრძნობლად ამცირებს სირიის ხელისუფლების შესაძლებლობებს, გამოიყენოს ქიმიური იარაღი.
პენსმა ასევე მიმართა რუსეთს და მოუწოდა, ასადის რეჟიმის მხარდაჭერა შეწყვიტოს. პენსის თქმით, რუსეთი ისტორიის არასწორ მხარეზე დგას.