პენტაგონმა სირიაზე მიტანილი იერიშების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა გამოაქვეყნა

12:05, 15.04.2018

პენტაგონმა სირიაზე მიტანილი იერიშების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა გამოაქვეყნა.

მასალაში დეტალურად არის ნაჩვენები აშშ-ის და მისი მოკავშირეების მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმები და მათი სამი სამიზნე. მათ შორის არის კვლევითი ცენტრი, სადაც ქიმიურ იარაღს აწარმოებდნენ, ასევე ამ იარაღის საცავი და ბუნკერი.

ფოტოებზე ნაჩვენებია, თუ როგორ გამოიყურებოდა შენობები მანამდე და სარაკეტო დარტყმების შემდეგ.

პენტაგონში განაცხადეს, რომ სირიის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს, რომელთა უმრავლესობამ სამიზნე გაანადგურა.

მსგავსი