გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთის მიერ სირიის საკითხზე წარდგენილი რეზოლუციის პროექტი არ მიიღო

გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთის მიერ სირიის საკითხზე წარდგენილი რეზოლუციის პროექტი არ მიიღო.

დოკუმენტი აშშ-ის და მისი მოკავშირეების მიერ სირიაში განხორციელებული ქმედებების დაგმობას ითვალისწინებდა. სხდომაზე გამოსვლისას აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მკაცრად გააკრიტიკა რუსეთი იმის გამო, რომ მოსკოვი ასადის რეჟიმს იცავს.

ნიკი ჰეილიმ ასევე არ გამორიცხა, რომ თუ სირიის მთავრობა კვლავ გამოიყენებს ქიმიურ იარაღს, აშშ-ი და მისი მოკავშირეები სამხედრო ოპერაციას კიდევ ერთხელ ჩაატარებენ. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთმა, ამერიკამ და დიდმა ბრიტანეთმა სირიის საკითხზე ახალი რეზოლუცია შეიმუშავეს, რომელზე მსჯელობაც ხვალიდან უნდა დაიწყოს.