ანტონიო გუტიერეში - „ცივი ომი“ დაბრუნდა
ანტონიო გუტიერეში - „ცივი ომი“ დაბრუნდა

„ცივი ომი“ დაბრუნდა, რასაც თან ახლავს შურისძიება – ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, შექმნილია მდგომარეობა, როდესაც წარსულში არსებული ესკალაციისგან დასაცავი მექანიზმები და გარანტიები აღარ არსებობს.

გაერო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში შექმნილი არასტაბილურობა საერთაშორისო მშვიდობისთვის საფრთხე გახდა.

ანტონიო გუტიერეშმა რეგიონის პრობელმატურ საკითხებად ირაელ-პალესტინის უთანხმოება, შიიტებისა და სუნიტების დაყოფა, ქურთების სტატუსი და რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის წინაშე არსებული საფრთხეები დაასახელა.