ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა. მაიკ პენსმა გამგზავრებამდე განაცხადა, რომ ვაშინგტონის მიზანია, მსოფლიოს ერთ-ერთ ურთულეს რეგიონში ვითარება დასტაბილურდეს.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა, ისრაელი-პალესტინის კონფლიქტს გამწვავება ემუქრება, რაც აშშ-ის ინტერესებში არ შედის.
მაიკ პენსი ისრაელის პრემიერ-მინისტრს და პალესტინის ავტონომიურ ლიდერს შეხვდება.