მაიკ პენსი - ამერიკელი სამხედროები ავღანეთში მანამდე დარჩებიან, ვიდრე ტერორიზმის საფრთხე ბოლომდე არ აღმოიფხვრება
მაიკ პენსი - ამერიკელი სამხედროები ავღანეთში მანამდე დარჩებიან, ვიდრე ტერორიზმის საფრთხე ბოლომდე არ აღმოიფხვრება

ამერიკელი სამხედროები ავღანეთში მანამდე დარჩებიან, ვიდრე ტერორიზმის საფრთხე ბოლომდე არ აღმოიფხვრება, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ავღანეთში სტუმრობისას განაცხადა. პენსი ავღანეთში დაუგეგმავი ვიზიტით ჩავიდა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ავღანეთის მთავრობის წევრებს შეხვდა.
მაიკ პენსმა სიტყვით გამოსვლისას ავღანეთში მებრძოლ ამერიკელ სამხედროებს მიმართა და უთხრა, რომ ისინი ამ ომში საბოლოო გამარჯვებამდე რჩებიან, „მანამ სანამ ბოლომდე არ აღმოიფხვრება აშშ-ის მიმართ ტერორისტული საფრთხე“.
აგვისტოში დონალდ ტრამპმა ავღანეთში აშშ-ის სამოქმედო გეგმის ახალი სტრატეგიის შესახებ განაცხადა. მან არ გააჟღერა ამ სტრატეგიის საომარი ასპექტები, თუმცა აღნიშნა, რომ ავღანეთიდან ამერიკული სამხედრო შენაერთების გამოყვანის პროცესი სწრაფად არ წარიმართებოდა. ტრამპის გადაწყვეტილების მიხედვით, ავღანეთში ამერიკული სამხედრო წარმომადგენლობა 3000 ჯარისკაცით გაიზარდა. ამჟამად იქ ჯამში 14 000 ამერიკელი სამხედრო იმყოფება.