მაიკ პენსი ეგვიპტეს, იორდანიასა და ისრაელს 20-23 იანვარს ეწვევა
მაიკ პენსი ეგვიპტეს, იორდანიასა და ისრაელს 20-23 იანვარს ეწვევა

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ეგვიპტეს, იორდანიასა და ისრაელს 20-23 იანვარს ეწვევა. ამის შესახებ ცნობას თეთრი სახლი ავრცელებს.

ეს ტური გასულ თვეს იყო დაგეგმილი, თუმცა დონალდ ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადებამ გეგმების ცვლილება გამოიწვია.

თეთრი სახლის განცხადების მიხედვით, პენსი მოლაპარაკებებს გამართავს ეგვიპტის პრეზიდენტ აბდულ-ფათაჰ ალ-სისისთან, იორდანიის მეფე აბდულა მეორესთან და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან.

მათივე ცნობით, ტრამპის გადაწყვეტილების მტკიცე მხარდამჭერი პენსი იერუსალიმის დასავლეთ ნაწილსაც ეწვევა და ისრაელის პარლამენტს სიტყვით მიმართავს.

გასულ თვეს დაგეგმილი ეს ვიზიტი პენსმა გადასახადების შესახებ კანონპროექტის კონგრესში განხილვაზე დასწრების მიზეზით გადადო.