გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი „ქართულ ოცნებაში“ პარტიულ საქმიანობაში, კადრების გადამზადებასა და ტრენინგებში იღებს მონაწილეობას. ინფორმაციას მმართველი გუნდი ადასტურებს. თუმცა გუნდში ასევე აცხადებენ, რომ ახალ სახეებზე საბოლოო გადაწყვეტილებას პარტიის პოლიტსაბჭო მიიღებს.