მაია ცქიტიშვილის განცხადება

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით, ფინანსური ინსტიტუტებისა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის წევრებთან ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარე თვეში იგეგმება. თუმცა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი აცხადებს, რომ შეხვედრის ზუსტი თარიღი ჯერ დგინდება.

როგორც მაია ცქიტიშვილი ამბობს, მხოლოდ ამ მოლაპარაკებების შემდეგ იქნება შესაძლებელი საუბარი, როგორ უნდა განხორციელდეს პროექტი, მაგრამ შესაძლოა დონორებთან დამატებით კიდევ რამდენიმე შეხვედრის გამართვაც გახდეს აუცილებელი.

შეგახსენებთ, ანაკლიის პროექტის დაფინანსებისთვის დონორებმა საქართველოს ხელისუფლებას რვაპუნქტიანი მოთხოვნა წარუდგინეს.