მთავრობის პასუხი ბიზნესს

პრემიერის განცხადებით, შეზღუდვების შემსუბუქება ზრდის არა მხოლოდ თითოეული მოქალაქის, არამედ ბიზნესის, კონკრეტული კომპანიებისა და ყველა სახის ორგანიზაციის პასუხისმგებლობას. გიორგი გახარია ამბობს, რომ კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ მოქმედი წესების მიზანმიმართულად დარღვევის  შემთხვევაში, ორგანიზაციები ვეღარ მიიღებენ სახელმწიფოსგან სუბსიდირებას, ასევე სამომავლოდ ვერ მიიღებენ მონაწილეობას სახელმწიფოს მხარდაჭერის  ნებისმიერ ღონისძიებაში. პირველი  ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის შეფასებით,  ბიზნესს  სანქციების ენით არ ესაუბრებიან, მაგრამ წესების  მიზანმიმართულად იგნორირების შემთხვევებზე, რეაგირება კანონის ფარგლებში მოხდება.