საქართველო-მაკედონია გულშემატკივრების გარეშე

12 ნოემბერს ისტორიული საფეხბურთო მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 12 ნოემბერს ჩრდილოეთ მაკედონიასთან ისტორიულ მატჩს გამართავს და მოგების შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. 15 ნოემბერს ჩვენი გუნდი სომხეთს უმასპინძლებს, ხოლო 18-ში ესტონეთს. სამივე მატჩი „დინამო-არენაზე“ გაიმართება.