ინციდენტი აბუ-დაბიში – პრემიერ-მინისტრის გამოხმაურება

18:33, 13.11.2026

მერაბ დვალიშვილი თავისუფალია. აბუ დაბიში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ქართველი მებრძოლი, საბა ლაზიშვილთან ერთად, სამართალდამცველებს დაკითხვაზე ჰყავდათ გადაყვანილი. აღნიშნული ინფორმაცია ორგანიზაცია რაფმა დაადასტურა, სადაც ქართველმა მონაწილეობა უნდა მიიღოს. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველ სპორტსმენებზე თავდასხმისთვის უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან ერთად მყოფ პირებს ექვსთვიანი პატიმრობა და 300 000 დირჰამის ჯარიმა შეეფარდათ. ამავე ინფორმაციით, სასამართლომ მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებისთვის თითოეულს 50 000 დირჰამის ჯარიმა დააკისრა. გავრცელებული ცნობით, ქართველი სპორტსმენების ჯარიმებს ორგანიზაცია RAF დაფარავს. შეგახსემენთ,  რომ მერაბ დვალიშვილი ხვალ გასამართ რაფის ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას. დვალიშვილის მეტოქე ბრაზილიელი მარლონ მორაესი იქნება. შეგახსენებთ, რომ ინციდენტი 11 ნოემბერს, აბუ დაბის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ინციდენტში მონაწილე პირები დააკავეს. მერაბ დვალიშვილის და საბა ლაზიშვილის გათავისუფლების ფაქტს პრემიერ მინისტრი ეხმაურება და მათ ღირსებისთვის მადლობას უხდის. ირაკლი კობახიძემ ასევე მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა მინისტრებს, შესაბამისი ჩართულობისთვის მათი უფლებების სათანადოდ დასაცავად.

მსგავსი