საქართველოს და უნგრეთის ნაკრებთა მატჩი პირველ არხზე

18:44, 13.11.2026

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მეხუთე ტურში უნგრეთთან შეხვედრამდე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მატჩისწინა ვარჯიში გამართა, ხოლო მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე და გუნდის მეკარე გიორგი მამარდაშვილი მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მზადების შესახებ ისაუბრეს. „ჯვაროსნები“ ნოემბერში ორ შეხვედრას გამართავენ. 14 ნოემბერს საქართველოს ნაკრები თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უნგრეთს უმასპინძლებს, 17 ნოემბერს კი უკრაინას, სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში დაუპირისპირდება.

ორივე შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს, ტრადიციულად, საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მსგავსი