მაია ცქიტიშვილი: ხევსურეთში საგზაო ინფრასტრუქტურა დროულად უნდა მოწესრიგდეს
რა მდგომარეობაშია როშკა-არხოტის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა. არსებულ ვითარებას ადგილზე ინფრასტრუქტურის მინისტრი გაეცნო.
რთული კლიმატური და რელიეფური პირობების გამო, ეს გზა ხშირად ზიანდება.
მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ხევსურეთში ადგილობრივების დაბრუნებისა და ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, საგზაო ინფრასტრუქტურა დროულად უნდა მოწესრიგდეს.