ჭიათურაში მაღაროელთა გაფიცვა გრძელდება. ქალაქის ცენტრში გაშლილ კარავში 15 მაღაროელი მეორე დღეა, შიმშილობს. გაფიცულები ქალაქის ქუჩებში მსვლელობას მართავენ და მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. მთავარი მოთხოვნა ხელფასების 50%-იანი ზრდაა, რაზეც შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მენეჯმენტსა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.
ნინო ფისაძე მუშაობს ჭიათურაში და გაფიცულების მოთხოვნების შესახებ ის ახლა უფრო დაწვრილებით ისაუბრებს – რას აპირებენ აქციის მონაწილეები.