პროტესტის მე-16 დღე – მაღაროელების აქცია გრძელდება, ისინი პარლამენტის წინ რჩებიან და მოთხოვნების შესრულებას ელოდებიან, რომელთა შორისაა სამუშაო პირობების გაუმჯობესება და ხელფასების 20%-ით გაზრდა. შეკრებილების ნაწილი კვლავ შიმშილობას აგრძელებს. ნაწილმა კი რამდენიმე დღის წინ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და თვალები და პირი ამოიკერეს.