უკვე მეცხრე დღეა, მაღაროელები პროტესტს განაგრძობენ. ისინი დილიდან ჭიათურაში ფეხით მსვლელობას აწყობენ და მოსახლეობას გვერდში დგომისკენ მოუწოდებენ. მათი განცხადებით, არსებული პრობლემები არა მხოლოდ მაღაროელებს, არამედ მთლიანად რეგიონის მოსახლეობას ეხება. მაღაროელები ანაზღაურების მომატებასა და პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
ვაკო ორმოცაძე გვერთვება ჭიათურიდან პირდაპირ ეთერში.