შეთანხმების მიღწევა ვერ ხერხდება „ჯორჯიან მანგანეზის“ მენეჯმენტსა და მოშიმშილე მაღაროელებს შორის. სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გაფრთხილების მიუხედავად, პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ გაფიცულები, რომლებიც ხელფასების ზრდას და შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. დღეს მათ სოლიდარობა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმაც გამოუცხადეს. თავის მხრივ, სარჩელს ამზადებს და სამართლებრივი დავისთვის ემზადება ადმინისტრაცია, რომელიც გაფიცვას უკანონოდ მიიჩნევს და კომპანიისთვის მიყენებულ ყოველდღიურ ზარალზე საუბრობს. „ჯორჯიან მანგანეზში“ განმარტავენ, რომ ნედლეულით დატვირთული ტრანსპორტისთვის გზის ბლოკირების გამო კომპანიის კუთვნილი საწარმოები ამ დრომდე პარალიზებულია.