შიმშილობის მე-8 დღე ჭიათურაში. მაღაროელები პროტესტს განაგრძობენ. „ჯორჯიან მანგანეზის“ მენეჯმენტსა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის შეთანხმების მიღწევა ვერ ხერხდება. სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გაფრთხილების მიუხედავად, აქციაზე გასულები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ და არც მოთხოვნებს ცვლიან.
კომპანია კი სარჩელს ამზადებს და სამართლებრივი დავისთვის ემზადება.