ბოლო დღეების განმავლობაში, ლარის გამყარების ტენდენციას პარლამენტში აფასებენ. „ნაციონაული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, რომან გოცირიძის განცხადებით, ქვეყანაში მთავარი პრობლეა მაღალი ინფლაციაა. გოცირიძის თქმით, ეროვნული ბანკის ამოცანა ინფლაციის კონტროლია, შესაბამისად, მისი შეფასებით, ეროვნული ბანკი მთავარ ამოცანას ვერ ასრულებს. მმართველ გუნდში კი ლარის გამყარებას რამენიმე ფაქტორს უკავშირებენ. მათ შორის არის ეროვნული ბანკის მიერ გახორცეილებული მონეტარული პოლიტიკა, გაზრდილი ექპორტი და ფულადი გზავნილები. დღევანდელი კურსის მიხედვით, ლარი დოლარის მიმართ კიდევ 3 თეთრით გამყარდა. ერთი დოლარის ღირებულება 2 ლარი და 92 თეთრია.