„ქართული ოცნების“ ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, მოსახლეობასთან შეხვედრები სოფელ კონდოლიდან დაიწყო. ირაკლი ქადაგიშვილმა მოსახლეობას სამოქმედო გეგმა წარუდგინა. საუბარი შეეხო 15 ივლისს მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს.
ქადაგიშვილი საარჩევნო ოლქში შემავალი 155 სოფლისა და ოთხი ქალაქის მოსახლეობასთან გეგმავს შეხვედრას.