ბათუმის სანაპირო ზოლში მონიტორინგი იწყება.
შემოწმების შედეგებზეა დამოკიდებული, მიენიჭება თუ არა ტერიტორიას უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტი -„ლურჯი დროშა“, რისთვისაც არაერთი კრიტერიუმის დაკმაყოფილებაა საჭირო.
მონიტორინგს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული საერთაშორისო დონის ექსპერტები ჩაატარებენ, რომლებიც ინფრასტრუქტურასთან ერთად, სანაპიროს ეკოლოგიურ მდგომარეობასაც დეტალურად შეისწავლიან. „ლურჯი დროშის“ მოპოვება, სავარაუდოდ, მარტივი არ იქნება, რადგან სწორედ ეკოლოგიის კუთხით გარემოსდამცველებს არაერთი პრეტენზია აქვთ.