ლორთქიფანიძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშოები მიმდინარეობს

სამგორის რაიონში, ლორთქიფანიძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები. მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა, უახლოესი ერთი თვის ვადაში კი გზის საფარიც უნდა გამოიცვალოს.

ასევე, დაგეგმილია სკვერის მოწყობა ბავშვებისთვის. საგზაო სამუშაოების ღირებულება 23 ათას ლარს შეადგენს. პროექტი ივლისის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც, N 20 კორპუსის ეზოს კეთილმოწყობა იგეგმება.