ლომერ ახვლედიანი გარდაიცვალა

გარდაიცვალა ცნობილი ქართველი კინოოპერატორი ლომერ ახვლედიანი. ის 1957 წლიდან ტელეფილმების სტუდიასა და კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დამდგმელ ოპერატორად მუშაობდა. იყო დამდგმელი ოპერატორი ფილმების: „სამკაული სატრფოსათვის“, „მზე შემოდგომისა“, „აურზაური სალხინეთში“, „ნატვრის ხე“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „ქვევრი“ და სხვა.

ლომერ ახვლედიანს საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის არაერთი ჯილდო ჰქონდა მინიჭებული. იყო შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი.