ალექსანდრე რეხვიაშვილის გახსენება

ქართული კინო ალექსანდრე რეხვიაშვილის გარეშე. ცნობილი კინორეჟისორი, კინოოპერატორი და სცენარისტი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. საერთაშორისო დონეზე აღიარებული და არაერთი ფესტივალის პრიზიორი ხელოვანის ბოლო ნამუშევარი 2019 წელს მხატვარ ჯიბსონ ხუნდაძეზე გადაღებული დოკუმენტური ფილმია.

ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე და ღირსების ორდენის კავალერი არა ერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი იყო. მათ შორის აღსანიშნავია „ოქროს დუკატი“ საუკეთესო რეჟისურისთვის და „ფიპრესის“ პრიზი, რომელიც მანჰაიმის 28-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე მიიღო.