მუსიკალური ინდუსტრიის გიგანტი Live Nation საქართველოს ბაზარზე შემოდის. 2023 წელს „ბლექსი არენა“-სთან წარმატებული თანამშრომლობის შემდეგ, გადაწყვეტილა მიღებულია. აღნიშნული შეთანხმება ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს თანამედროვე სტანდარტების ღონისძიებებს ორგანიზება გაუწიოს და საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახადოს ისეთი მოთხოვნადი არტისტები, რომელთა სტუმრობაც ამ დრომდე წარმოუდგენელი იყო. საქართველო რეგიონში პირველი და ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც Live Nation-ის ეგიდით ჩატარებული ღონისძიებების მასპინძელი გახდება, რითაც დამატებით მოიზიდავს გასართობი ინდუსტრიით დაინტერესებულ ტურისტებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან.