„ლიტჰაიკერის“ გამარჯვებული გამოავლინეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური ლიტერატურული პროექტის, „ლიტჰაიკერი“, გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

კონკურსში, რომელიც 6 წელია ქართველ გამომცემლებთან თანამშრომლობით ხორციელდება, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად 5 რეგიონული უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ. წელს კონკურსანტებმა პროექტისთვის შერჩეული ქართველი ავტორების 10 წიგნი წაიკითხეს და ამ წიგნებიდან საკონკურსოდ მომზადებული ტესტები დაწერეს. პირველი ადგილის მფლობელი თსუ-ს სტუდენტი სალომე ბუთხუზი გახდა.