ლიტერატურული კონკურსის, „მუზას“ გამარჯვებულები

გამოვლინდნენ ლიტერატურული კონკურსის, „მუზას“ გამარჯვებულები.

პრემიის მოსაპოვებლად 82 კონკურსანტი იბრძოდა. ლაურეატთა დაჯილდოების ცერემონია მწერალთა სახლში გაიმართა. ღონისძიებას კულტურის მინისტრი, მწერალთა სახლის დირექტორი, ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ცხრა ნომინაციაში გამოვლინდა 11 გამარჯვებული.
გამარჯვებულებს გადაეცათ მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის „მუზის” მიხედვით შექმნილი პრიზი და ფულადი ჯილდო – 5000 ლარი.