ლიტერატურული კონკურსი „ვწერ თავისუფალ თემას“

საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში ლიტერატურული კონკურსის, „ვწერ თავისუფალ თემას“ ფინალური ტური გაიმართა. ფინალური ტურისთვის 105 მონაწილე შეირჩა. კონკურსის მიზანია განსაკუთრებული ჰუმანიტარული ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების გამოვლენა, ასევე ჰუმანურ ღირებულებებზე ორიენტირებული სამოქალაქო, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარება. კონკურსი „ვწერ თავისუფალ თემას“, გია მურღულიას ავტორობითა და ინიციატივით, არაერთი წელია ტარდება. როგორც პირველ, ისე ფინალურ ტურში, მონაწილეებს ეძლევა 10 თავისუფალი თემა, რომელთაგან მათ უნდა შეარჩიონ ერთი და დაწერონ თხზულება. კონკურსის დაჯილდოების ცერემონია 15 ივნისს, SEU-ში გაიმართება.