შემაჯამებელი კონფერენცია

თანამოქმედება მომავლისთვის“ – ამ სახელწოდებით სკოლა „აიბი მთიებმა“ 2023-2024 სასწავლო წლის შემაჯამებელი STEAM კონფერენცია გამართა. ღონისძიების ფარგლებში, ხუთ სხვადასხვა სივრცეში მოწყობილი და წარმოდგენილი იყო მოსწავლეების მიერ შექმნილი პროდუქტები, რომელიც დაკავშირებული იყო ინჟინერიის, ფოტოხელოვნებისა და წერის თემატიკაზე.

უკვე ორი წელია, რაც სკოლაში STEAM საგანმანათლებლო პროგრამა ინერგება, რაც თეორიული ცოდნის მიღებასა და პრაქტიკაში მისი გამოყენების უნარების განვითარებას ისახავს მიზნად.