გორში ლიტერატურული კონკურსის „მაჩაბელი – 2024“ გამარჯვებულები დააჯილდოვეს. ცერემონიას გიორგი ერისთავის სახელობის თეატრმა უმასპინძლა. კონკურსი უკვე მეოთხედ ჩატარდა. მისი დამფუძნებელი პარლამენტის წევრი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილია. პრემია მაჩაბელი რამდენიმე ნომინაციაში გაიცემა. გამარჯვებულ ავტორებს სპეციალურ პრიზთან ერთად, 3 000 ლარის ოდენობით ფულადი ჯილდო გადაეცათ.