ლიტერატურული ფესტივალი „ზე-კართან“

საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი „ზე-კართან“ ხულოში შემაჯამებელი შეხვედრითა და კონცერტით დასრულდა. „ზე-კარის“ ყაბალახი წელს გიორგი კეკელიძესა და უკრაინელ გამომცემელს, ნატალია ტროხიმს ერგო. მწერლები, პოეტები და გამომცემლები სპეციალურად ფესტივალის ფარგლებში, სამი დღის განმავლობაში მაღალმთიან აჭარაში ჩავიდნენ. ფესტივალის ფარგლებში, უკვე ჩატარდა რამდენიმე ლექცია თემაზე „თავისუფლება“. საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი „ზე-კართან “ უკვე 11 წლისაა და მასში ყოველ წელს მონაწილეობენ უცხოელი მწერლებიც, რომლებსაც თავიანთი საქმიანობით შემხებლობა აქვთ საქართველოსთან.