შეხვედრა ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის სოფლის მეურნეობის საქმეთა კომიტეტის დელეგაციასთან. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან გამართულ დისკუსიაზე იმსჯელეს საქართველოს სამომავლო გეგმებზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა პარტნიორების მხარდაჭერაზეც. ამასთან ერთად, ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის სოფლის მეურნეობის საქმეთა კომიტეტის დელეგაციის წევრები საქართველოს აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენ.