პავილიონისი განმარტებებისთვის სეიმში დაიბარეს 

თბილისში ვიზიტიდან სამი დღის შემდეგ ლიეტუვის სეიმის საგარეო კომიტეტის ხელმძღვანელს სეიმში განმარტებებისთვის იბარებენ. საუბარია ჟიგიმინტას პავილიონისზე, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისიდან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები საკმაოდ მწვავე განცხადებებით შეაფასა. ნიკა მელიას დაკავების შემდეგ კი საქართველოს ხელისუფლების მეთაურები რუსეთის და ბელორუსის პრეზიდენტებს შეადარა. აღმოჩნდა, რომ ლიეტუველი პარლამენტარის კომენტარები პირადი პოზიცია იყო. სეიმის სპიკერმა პავილიონისს დიპლომატიურობაზე და ორი ქვეყნის ურთიერთობების დაზიანების საფრთხეზე მიუთითა. სეიმში კანონმდებლის დაბარებაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთა ნაწილს დღეს საუბარი არ სურს, მეორე ნაწილი პარლამენტარის მწვავე და კრიტიკულ ტონს სწორ და ადეკვატურ რეაქციად მიიჩნევენ.