ლიეტუვის სეიმის დელეგაციის შეფასება

ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც საქართველოში შეხვედრებს მართავს, იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები შედგება და დიალოგისთვის კომპრომისი მოიძებნება. ცოტა ხნის წინ, ჟიგიმანტას პავილიონისი  საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ოფისში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ლიეტუვის ელჩიც დაესწრო.  შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე ერთმანეთს საკუთარი ხედვები გაუზიარეს.

მოამბე