მოლაპარაკების შესაძლებლობა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის

ევროკავშირის ელჩი აცხადებს, რომ ახლა არის გადამწყვეტი მომენტი და ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს. კარლ ჰარცელმა დღეს ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ის კოლეგებთან ერთად მუშაობს იმისთვის, რომ სიტუაცია დასტაბილურდეს და მხარეები მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ. განცხადებები გააკეთეს ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებმაც. ისინი ამბობენ, რომ დიალოგისთვის მზად არიან, თუმცა, მოლაპარაკებების ზუსტი თარიღი ამ დრომდე უცნობია.

მოამბე