ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ესტუმრა. ლიეტუველ კოლეგას დავით ზალკალიანი შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. ორი ქვეყნის პირველი დიპლომატების შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ლიეტუვის მჭიდრო თანამშრომლობას, მათ შორის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

დადებითად შეფასდა საქართველოს მთავრობის ნაბიჯები და ინიციატივები ევროპული ინტეგრაციის გზაზე. საუბარი ასევე შეეხო საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებულ პრიორიტეტებს. განსაკუთრებით აღინიშნა ლიეტუვის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით.