ბალტიის სახელმწიფოები რუსეთიდან იმპორტს აჩერებენ

ბალტიის სახელმწიფოებმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი შეწყვეტის. ლიეტუვის შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა რუსეთიდან ყველა ენერგორესურსის შეტანას აჩერებს. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ოპერატორმა „ნორდპულმა“ რუსული „ინტერ რაოსგან“ ელექტროენერგიის შეძენა დღეიდან შეწყვიტა. ლიეტუვაში აცხადებენ, რომ სამომავლოდ საჭირო ელექტროენერგიას პოლონეთიდან და შვედეთიდან შეისყიდიან. მანამდე ლიეტუვამ რუსული ნავთობის და ბუნებრივი აირის იმპორტიც შეწყვიტა.

დატოვე კომენტარი