ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის გამოხმაურება

საქართველოდან დაბრუნების შემდეგ, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი გამოხმაურება. გაბრიელიუს ლანდსბერგისი განცხადებას ავრცელებს და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმების მიღწევაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პერსონალურ როლზე საუბრობს. „ვხედავთ და ვაფასებთ საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის უმნიშვნელოვანეს პირად როლს, რომელმაც წვლილი შეიტანა ნდობის აღდგენაში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ძალისხმევას ამ მიმართულებით“,- ნათქვამია გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებაში.

მოამბე