ლიეტუვის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ხელიდან არ გაუშვებს შესაძლებლობას, მიიწვიოს საქართველო კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად, ხოლო უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. „ჩვენ გამოვიყენებთ ყველა საშუალებას, რომ დავარწმუნოთ უნგრეთი, აზრი შეიცვალოს“, – ამბობს გიტანას ნაუსედა. მისივე თქმით, უნგრეთის მუქარა, რომ დაბლოკავს მხარდაჭერას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებზე, ევროკავშირის ერთიანობის პრინციპებს უთხრის ძირს.