ლიეტუვის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში

ლიეტუვის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტს განაგრძობს. ცოტა ხნის წინ დასრულდა ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილისა და გიტანას ნაუსედას ჯერ პირისპირ, შემდეგ კი, გაფართოებული შეხვედრა. ორი ქვეყნის ლიდერმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა. პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომლითაც კიდევ ერთხელ არის გამყარებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა.

მოამბე