ლიეტუვის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში

დღეს, 10 ივნისს თბილისს ლიეტუვის პრეზიდენტი ეწვევა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გიტანას ნაუსედა საქართველოს პრეზიდენტს შეხვდება. მოლაპარაკებები დაგეგმილია პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. ასევე, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ლიეტუვის რესპუბლიკის ლიდერი ინფორმაციას ოპოზიციისაგანაც მიიღებს. მაღალი რანგის სტუმარი კათოლიკოს-პატრიარქსაც ესტუმრება. ვიზიტი ორდღიანია და 12 ივნისს დასრულდება.

მოამბე