ლიეტუვას საჩუქარი - „ასტრაზენეკას“ ახალი პარტია

ამჟამად ქვეყანაში ოთხი მწარმოებლის ვაქცინა გვაქვს.

ფაიზერი“, „სინოფარმი“, „სინოვაკი“ და „ასტრაზენეკა“, რომლის დამატებითი 15 ათასი დოზა საქართველომ ლიეტუვასგან საჩუქრად მიიღო. ლიეტუვას მთავრობის გადაწყვეტილებით, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინები აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი წევრი სახელმწიფოსთვის – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვასთვის გამოყვეს. ტვირთს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და საქართველოში ლიეტუვას ელჩის მოადგილე დახვდნენ.