„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში იმყოფებოდა ლიეტუვას ელჩი, რომელიც ნიკა მელიასა და პარტიის ლიდერებს შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ ელჩმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ლიეტუვა საქართველოს მეგობარი ქვეყანაა და ყველაფერს გააკეთებს, რათა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკება განახლდეს. ელჩის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში საქართველოს დელეგაციები ეწვევიან.
მოამბე