ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაური სოსლან კაკაბაძე თავისუფალია და ის რამდენიმე დღეში სახლში დაბრუნდება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს ქალაქ ტრიპოლიში გამართულ სასამართლო პროცესზე მოსამართლემ საქართველოს მოქალაქის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. უწყებაში განაცხადეს, რომ ეგვიპტეში საქართველოს ელჩი ალექსანდრე ნალბანდოვი ლიბიაში იმყოფება. მათივე ცნობით, საქართველოს ელჩმა დაკავებული ქართველი მეზღვაურები მოინახულა და ლიბიის საგარეო უწყებასთან შეხვედრებს მართავს.
ტოგოს დროშის ქვეშ მცურავ გემზე კაკაბაძე სამუშაოდ 2015 წლის აგვისტოში წავიდა. მზარეულის პოზიციაზე სამუშაოს დაწყებიდან 12 დღეში, ეკიპაჟი ლიბიაში დააკავეს.
ბრალდება არალეგალურად ნავთობის გადატანის მცდელობას და ტერიტორიული წყლების საზღვრის კვეთას უკავშირდება.