პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნა“ მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დარღვეული საარჩევნო უფლების სამართლებრივი გზით აღდგენის შესაძლებლობა პრაქტიკულად არ არსებობს, რის გამოც მოქალაქეებსა და პოლიტიკურ სუბიექტებს ერთადერთი გზა – აქციები რჩებათ.
ნაძალადევის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლია მუხაშავრიას განცხადებით, აღნიშნული ბრძოლის მეთოდი გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს, რადგან აქციები, შესაძლოა, სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს, ამიტომ მუხაშავრია ხელისუფლებას მოუწოდებს, მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდოს საკითხს და არ განახორციელოს ძალადობრივი ქმედებები მანიფესტაციის მონაწილეთა მიმართ.