ლევილის მამულის მმართველი საბჭოს სხდომა გაიმართა პარიზში, საქართველოს საელჩოში. დისკუსიას თეა წულუკიანი ხელმძღვანელობდა. მიიღეს გადაწყვეტილებები ლევილის მამულის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით. გადაწყდა, რომ უახლოეს ორ კვირაში, გაიგზავნება ქონების აღრიცხვის ქართველი სპეციალისტებისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც არსებულ ქონებას აღწერს და თითოეული ნივთის პასპორტიზაციას მოახდენს. გამოიყოფა სივრცე, სადაც ნივთები განთავსდება მანამ, ვიდრე მამულში სარეაბილიტაციო სამუშოები დასრულდება. გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმს დაევალა ავთენტური მეგრული ოდის მოძიება საქართველოში, ლევილის მამულის ტერიტორიაზე მისი განთავსების მიზნით.